ხაჭოს უგემრიელესი და უნაზესი ბლინები
ხაჭოს უგემრიელესი და უნაზესი ბლინები
დრო 30წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • ხაჭო - 250 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ზეთი - 5 ს/კ
  • რძე - 300 მლ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • გამაფხვიერებელი - 10 გ
  • მწიკვი მარილი
მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი და მარილი. დაუმატეთ ხაჭო და გაქენით ჩანგლით.

ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი.

ხაჭოს ნახევარ მასაში დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ კი რძე და დარჩენილი ხაჭოს დარჩენილი მასა.

მიიღებთ თხევად, ბლინების მასას. დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ზეთი და აურიეთ.

გამოაცხვეთ ბლინები ჩვეული წესით. გამომცხვარ ბლინებს წაუსვით კარაქი და მიირთვით მურაბასთან ან თაფლთან ერთად.

ტეგები:
ნანახია: 5095