ფუნთუშა პაშტეტით და კვერცხით
ფუნთუშა პაშტეტით და კვერცხით
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პური-ფუნთუშა - 4 ცალი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • პაშტეტი - 80 გ
  • მწვანე ხახვი - რამდენიმე ღერი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

მოაჭერით ფუნთუშას თავი და ჩაზნიქეთ გული ხელით ან კოვზით.

წაუსვით გულში პაშტეტი და ჩაახალეთ თითო კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

დაალაგეთ ფუნთუშები ღუმელის ფირფიტაზე. გვერდზე დაულაგეთ მოჭრილი თავები, რათა ისინიც დაიბრაწოს.

აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთი.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და დააფარეთ დაბრაწული ფუნთუშის თავსახურები.