გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. მოათავსეთ ლითონის პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე პატარა ლავაშები და წაუსვით ნაღების ყველი. მოაყარეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, სოკო, ისპანახი და გახეხილი პარმეზანი. დატოვეთ ადგილი კვერცხისთვის. ფრთხილად დაახალეთ კვერცხი. მოაყარეთ მწვანე ხახვი. აცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!