ვეგეტარიანული მინი-პიცა
ვეგეტარიანული მინი-პიცა
დრო 20წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს ვეგეტარიანული პიცა ხორცის მოყვარეულებსაც არ დატოვებს გულგრილს. თან ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

  • ლავაში - 1 ცალი
  • კრემ-ყველი ან ნაღების მდნარი ყველი - 3 ს/კ
  • ჩერი პომიდორი - 3 ცალი
  • სოკო - 1/4 ჭიქა
  • ისპანახის ფოთლები - 1/4 ჭიქა
  • ყველი (მაგარი სახეობის) - გახეხილი, 2 ს/კ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მწვანე ხახვი - დაჭრილი
მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. მოათავსეთ ლითონის პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე პატარა ლავაშები და წაუსვით ნაღების ყველი.

მოაყარეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, სოკო, ისპანახი და გახეხილი პარმეზანი. დატოვეთ ადგილი კვერცხისთვის.

ფრთხილად დაახალეთ კვერცხი. მოაყარეთ მწვანე ხახვი. აცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
პიცა ვეგეტარიანული ნანახია: 5915