ათქვიფეთ კვერცხი იოგურტთან ერთად, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და რძე, გააგრძელეთ თქვეფა. გააჩერეთ მომზადებული ცომი 15 წუთი. შემდეგ შეწვით ფანქეიქები გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან, ტაფას რეგულარულად უსვით ზეთი. გემრიელად მიირთვით ფუმფულა ფანქეიქები თაფლით, ნეკერჩხლის სიროფით ან კენკრით.