ფაფუკი არაჟნის კექსი ფორთოხლის არომატით
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი 20% - 250 გ
  • კარაქი - 210 გ
  • შაქარი - 200 გ
  • ფქვილი - 270 გ
  • სიმინდის სახამებელი - 30 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
  • კვერცხი - 5 ცალი
  • ფორთოხალი - 1 ცალი

მომზადების წესები

გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან.

ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან და ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენთნ ერთად.  დაუმატეთ კვერცხის გულები და კვლავ კარგად ათქვიფეთ. 

შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და წვრილ სახეხზე გახეხილი ფორთოხლის ცედრა. 

ცალკე ჯამში ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და სიმინდის სახამაბელი.

ფქვილის მშრალი მასა დაუმატეთ მანამდე მომზადებულ არაჟნის მასას და კარგად აურიეთ.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი მასის მიღებამდე და ფრთხილად შეურიეთ ძირიდათა მასას.

ჩაასხით კექსის ცომი კარაქწასმულ ფორმაში და აცხვეთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-55 წუთი. 

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ფორთოხალი კექსი არაჟანი ნანახია: 1324