
ქვაბში ჩაყარეთ ალუბალი, შაქარი და დაასხით 600 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ დაახლოებით 2 წუთი.
სახამებელი გახსენით დარჩენილ 100 მლ წყალში და დაუმატეთ ალუბლის ნახარშს.
აურიეთ და მიიყვანეთ ადუღემდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
თუ კისელი ისეთი სქელი არ გამოვიდა, როგორიც გინდოდათ, დაუმატეთ კიდევ 1 ჩ/კ ან ცოტა მეტი სახამებელი კისელს და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე.
გემრიელად მიირთვით!