ქათმისა და სოკოს მარტივი სალათა
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 300 გ
  • კარტოფილი - საშუალო ზომის, 4 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ქამა სოკო - დაკონსერვებული, 1 ქილა
  • სტაფილო - 2 ცალი
  • მაიონეზი - გემოვნებით
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

მოხარშეთ კარტოფილი და სტაფილო კანიანად. შემდეგ გააცივეთ ბოსტნეული, გაფცქვენით. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ.

მოხარშეთ ქათმის ფილე მარილწყალში. შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

მოხარშეთ მაგრად კვერცხი. გაფცქვენით და გააცალკევეთ ცილა გულისგან. 

ცილა გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გული - წვრილზე.

ხახვი დაჭერით წმინდად. ქამა სოკო - საშუალო ზომის ნაჭრებად.

დაიწყეთ სალათის ფენაბად აწყობა. არ დაგავიწყდეთ, ყველა ფენას წაუსვათ მაიონეზი:

პირველი ფენა კარტოფილი, შემდეგ - ქათამი, სოკო და ხახვი, შემდეგ სტაფილო, კვერცხის ცილა და ბოლოს გული. მზა სალათა შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ქათამი სოკო სალათა ნანახია: 3015