კეფირზე მომზადებული ცომი იდეალური ღვეზელებისთვის!
დრო 90წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეს ცომი სრულიად განსხვავებულია ღვეზელების დროჟიანი ცომისგან. მას კეფირი ემატება, რაც ფუნთუშეულს საოცარ სინაზესა და ჰაეროვნებას სძენს. გთავაზობთ კეფირის ცომით კარტოფილის ღვეზელების მომზადების წესს.

ინგრედიენტები

მომზადების წესები

სოკო და ხახვი დაჭერით წვრილად. ხახვი მოხრაკეთ 2 ს.კ ზეთში 3-5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სოკო და ხრაკეთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოქრება. დაუმატეთ მარილი და პილპილი და გააცივეთ.

გაფცქვნილი კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ არაჟანი.

შეათბეთ ოდნავ კეფირი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და საფუარი, აურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და დარჩენილი 2 ს/კ ზეთი. აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. მოზილეთ მაგარი ცომი. გააკეთეთ გუნდა და გააჩერეთ 40 წუთი თბილ ადგილას.

ამოსული ცომი ჩაზილეთ, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითეული ნაჭერი გააბრტყელეთ და გაუკეთეთ ჩაღრმავება. გადაიტანეთ ცხიმწასმულ ლითნის ფირფიტაზე.

ცომის ჩაღრმავებებში ჩადეთ ცოტაოდენი სოკოს გულსართი, ზემოდან კი გაუკეთეთ კარტოფილის პიურეს ქუდი. აცხვეთ ღვეზელები 200 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.