შოკოლადის ტრიუფელები
შოკოლადის ტრიუფელები
დრო 6წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 225 გ
  • ნაღები 35 % - 120 მლ
  • ვანილი
  • დარიჩინი - 1/4 ჩ.კ
  • წითელი წიწაკა, დაფქული - 1/8 ჩ.კ
  • ყავის ლიქიორი - 1 ს.კ
  • კაკაო
მომზადების წესები
გავაცხელოთ ნაღები და დავასხათ დამტვრეულ შოკოლადს. დავტოვოთ რამდენიმე წუთი რომ შოკოლადი გადნეს. კარგად ამოვურიოთ. ჩავამატოთ ლიქიორი, წიწაკა, დარიჩინი, ვანილი.

შევდგათ მაცივარში გასაციებლად. გავაკეთოთ ბურთულები და ამოვავლოთ კაკაოში, ქოქოსში, დაფქულ ნიგოზში ან რაშიც გვსურს.

შევინახოთ მაცივარში.