მარინადისთვის განკუთვნილი წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ძმარი, პიტნის ფოთლები და 2 სთ თავდახურული გავაჩეროთ, შემდეგ დავუმატოთ ზეთი. ამასობაში, ცხვრის ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, როზმარინი და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან ზეთში შევბრაწოთ, შემდეგ დავასხათ ბულიონი და 2 საათით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ხორცი დავჭრათ და ცოტა ხანს თავდახურული გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მოვასხათ შემთბარი პიტნის სოუსი და მივიტანოთ სუფრაზე. ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)