ქათამი გავასუფთავოთ, ზურგზე გავჭრათ, ყველა მხრიდან წავუსვათ მარილი და მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში შევწვათ. რამდენიმეჯერ გამოვიღოთ და თავისი წვენი დავასხათ, კარგად რომ დაიბრაწოს. ნიორი და ქინძი ავკეპოთ, დავასხათ ცხელი ბულიონი, გავუწყოთ მარილი. ქათამი გამოვიღოთ, დავჭრათ ნაჭრებად. ცხიმი ჩავუმატოთ ნიორწყალს და მოვასხათ თიხის ჯამში ან კეცზე მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს. ჟურნალი "გემრიელია"