ალუბლები გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკები. დატოვეთ რამენიმე კენკრა მთლიანი მოსართავად. ათქვიფეთ ნაღების ყველი შაქართან ერთად. დაუმატეთ ვანილის ჩხირიდან მარცვლები და კონიაკი. შემდეგ შეათქვიფეთ მიღებულ მასას სათითაოდ კვერცხი. შემდენ დაუმატეთ ნაღები, სახამებელი და ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მიღებული მასის ერთი ნაწილი პერგამენტდაფენილ ფორმაში. ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ დაჭრილი ალუბალი, ზემოდან კი გაანაწილეთ დარჩენილი ცომის მასა. მორთეთ დარჩენილი ალუბლებით. აცხვეთ ჩიზქეიქი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი. შემდეგ გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!