ლუდზე მომზადებული ღვთაებრივი გულიაში
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი, რბილი - 1 კგ
  • ხახვი - 3 თავი
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • მუქი ლუდი - 1 ლ
  • ტომატპასტა - 2-3 ს/კ
  • ქონდარი - 1-2 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით
  • მწარე წითელი წიწაკა - დაფქული, გემოვნებით

მომზადების წესები

დაჭერით ხავი ალყა-ალყა. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააცხელეთ და მოხრაკეთ მასში ხახვი.

დაუმატეთ ქონდარი და ხრაკეთ, სანამ ხახვი არ დაიბრაწება. 

დაჭერით ხორცი პატარა კუბიკებად. ბულგარულიც დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ქვაბში ხახვს. ხრაკეთ რამდენიმე წუთი. 

დაუმატეთ ქვაბში ხორცი და წვრილად დაჭრილი ნიორი. დაუმატეთ წიწაკა და მარილი.

დაასხით ხორცს ლუდი იმდენი, რომ ხორცი მთლიანად დაფაროს (დაახლ. 1 ლ)

მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ დაახლოებით 1,5 საათი. ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეგიძლიათ დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანილი (კამა, ქინძი, ან ოხრახუში).

რჩევა: გამოიყენეთ მხოლოდ ახალი ლუდი, თორემ შესაძლოა, კერძს მწარე გემო მიეცეს.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
გულიაში ლუდი ღორის ხორცი ნანახია: 1634