ბრიოშები კრემ-პატისიერით
ბრიოშები კრემ-პატისიერით
დრო 150წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სახამებელი - 20 გ
  • კვერცხის გული - 2
  • რძე - 250 მლ
  • კრემისთვის
  • საფუარი - 10 გ
  • მარილი
  • რძე - 250 მლ
  • კვერცხი - 1
  • დარბილებული კარაქი - 60 გ
  • შაქარი - 60 გ
  • ფქვილი - 500 გ
  • ცომისთვის
  • შაქარი - 40 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
გაცრილ ფქვილს დავამატოთ შაქარი, მარილი, საფუარი და თბილი რძე. ავურიოთ და დავამატოთ დარბილებული კარაქის ნაჭრები. მოვზილოთ ცომი და დავდგათ გასაფუებლად. 

სანამ ცომი ფუვდება, მოვამზადოთ კრემი.  კვერცხის გულებს შევურიოთ სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე, რომ გათხელდეს. დარჩენილი რძე წამოვადუღოთ და მასში წვრილ ზოლად ჩავუშვათ კვერცხის გულები, თან  ვურიოთ.  რომ შესქელდება გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავდგათ გასაციებლად, უშუალოდ კრემს თავზე გადავაფაროთ ცელოფანი, რომ ქერქი არ გაიკეთოს.

ცომი გავაბრტყელოთ ზომაზე 30*40, გადავუსვათ კრემი და რულეტივით გადავახვიოთ. დავჭრათ და ჩავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არა. დავტოვოთ ხელახლა ასაფუებლად დაახლოებით 30-40 წუთი, შემდეგ კი გამოვაცხოთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში.
ტეგები:
ცომი კვერცხი ფუნთუშა კრემი ნანახია: 16240