მარწყვის სორბე ფორთოხლის წვენით
დრო 15წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 600 გ
  • ფორთოხლის წვენი - 240 მლ
  • შაქარი - 100 გ
  • წყალი - 120 მლ
  • ლიმონი - 1/4 ცალი
მომზადების წესები

ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ წყალი და მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ლიმონის ცედრა.

დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე და ხარშეთ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება.

ამოიღეთ ცედრის ნაჭრები და გააცივეთ.

ამასობაში დააბლენდერეთ მარწყვი პიურეს კონსისტენციამდე, დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და გაცივებული სიროფი.

გადაიტანეთ მიღებული მასა ფორმაში და მოათავსეთ საყინულეში 10-12 საათით.

 

ტეგები:
ფორთოხალი მარწყვი სორბე ნანახია: 1790