რულეტი ხაჭოს ნაზი კრემით და მარწყვით 15 წუთში
დრო 25წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი


ეს ნამცხვარი ისევე სწრაფად ქრება თეფშიდან, რამდენადაც მალე ცხვება!
 

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 65 გ
  • სიმინდის სახამებელი - 1 ჩ/კ
  • ვანილის შაქარი - 10 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • შაქრის პუდრა - 2 ს/კ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ხაჭო - 100 გ
  • ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) - 100 გ
  • მარწყვი - 50 გ
მომზადების წესები

შეურიეთ ჯამში ყველა მშრალი ინგრედიენტი, გარდა შაქრის პუდრისა და ვანილის შაქრისა.
შაქრის პუდრას დაუმატეთ ვანილის შაქარი, კვერცხი და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. 
თხევად მასას შეურიეთ ფქვილის მშრალი მასა და კარგად აურიეთ.
დააფინეთ გამოსაცხობ ფირფიტქზე პერგამენტი. დაასხით ცომი და კარგად მოასწორეთ ზედაპირი. აცხვეთ რულეტი დაახლოებით 15 წუთი.
კრემისთვის ხაჭო, ნაღების ყველი და შაქრის პუდრა ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 
გამომაცხვარ ბისკვიტს წაუსვით კრემი, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი მარყვი და ფრთხილად გადაახვიეთ.
მოაყარეთ რულეტს შაქრის პუდრა და მორთეთ მარწყვით.

გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
მარწყვი რულეტი ხაჭოს კრემი ნანახია: 1529