მდუღარე წყალში მოვწალოთ ქორფა ჭინჭარი, ამოვწუროთ და ავკეპოთ დანით. ტაფაზე დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ ჭინჭარი, დავასხათ ათქვეფილი კვერცხები. შევკაზმოთ დაჭრილი ქინძით და მარილით.