წყალი და რძე ავადუღოთ კარაქთან ერთად, დავუმატოთ შაქარი და მარილი, დავაყაროთ ფქვილი და ხის კოვზით ვზილოთ, სანამ ცომი ქვაბის გვერდებს მიეკრობა და შეიკვრება, შემდეგ გადმოვიღოთ და ცოტაოდენი კვერცხი შევათქვიფოთ. როცა ოდნავ შეგრილდება, დანარჩენი კვერცხიც შევათქვიფოთ, საკონდიტრო ტომრით ან სადილის კოვზით მოვათავსოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე. შაქრითა და წყლით სქელი სიროფი მოვხარშოთ. კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ, სანამ ღრუბელივით მასა გახდება, შემდეგ წვეთ-წვეთობით და ვუმატოთ სიროფი და თან ვთქვიფოთ. კრემი როცა 3-ჯერ მოიმატებს მოცულობაში, მზად იქნება. კრემს ბოლოს დავუმატოთ ვანილი. შუები გავჭრათ, ჩავდოთ კრემი, დავაყაროთ დაჭრილი მარწყვი და მეორე ნახევარი დავაფაროთ. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)