ქათმის შნიცელი დიჟონის მდოგვის მარინადში
ქათმის შნიცელი დიჟონის მდოგვის მარინადში
დრო 40წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის მკერდი - 1 ცალი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ზეთი - შესაწვავად
  • ფქვილი - 1 ს/კ
  • საფანელი - 1 ს/კ
მარინადი:
  • დიჟონის მდოგვი - 1 ს/კ
  • ლიმონის წვენი - 2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

მარინადის ინგრედიენტები კარგად ავურიოთ. ქათმის მკერდი შუაზე გავჭრათ, თითოეული ნაჭერი 2-3 თხელ ფენად გავჭრათ და ჩავაწყოთ მდოგვის მარინადში 30 წუთით.
ქათმის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ გათქვეფილ კვერცხში, ბოლოს – საფანელში და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)