ბადრიჯნის 1/3 რგოლებად დავჭრათ, დანარჩენი – მოგრძო, თხელ ფენებად, მოვაყაროთ მარილი და 20 წუთი დავაყოვნოთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, მსუბუქად გავწუროთ და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. ხორცის ფარშს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. თუ ფარში უცხიმო იქნება, ცოტაოდენი კარაქი ან ზეითუნის ზეთი დავუმატოთ. დავასხათ ღვინო, დავუმატოთ მწვანილი და, სანამ ღვინოს დაიშრობს, ვშუშოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი. ტკბილი წიწაკა მსხვილად დავჭრათ და მსუბუქად მოვშუშოთ ზეთში. გვერდებმოსახსნელიან ფორმაში ჩავაფინოთ ბადრიჯნის გრძელი ნაჭრები ისე, რომ გვერდებზე გადმოვიდეს და ზედ ფენა-ფენა მოვათავსოთ ხორცის ფარში, ბადრიჯნის მრგვალი ნაჭრები და ტკბილი წიწაკა, თან მოვასხათ მაიონეზი. ბოლოს ბადრიჯნის ფენები გადავაფაროთ ხორცის ბოლო ფენას, ხელით დავტკეპნოთ და ფორმა თუნუქის ფურცელზე დავდოთ. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში, შევაგრილოთ და ისე გავიტანოთ სუფრაზე. ეს და კიდევ სხვა მრავალი უგემრიელესი კერძი გელოდებათ უნიკალურ პროექტში „საქართველოს კულინარიული ატლასი“, რომელიც 8 ტომად გამოვა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გაიგეთ როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ქართული კერძები, ნაბიჯ-ნაბიჯ ფოტოებით ახსნილი კერძების მომზადების პროცესი. 22 მაისიდან თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სერიის მეორე ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.