ენერგეტიკული ბატონები ბანანითა და შოკოლადით
ენერგეტიკული ბატონები ბანანითა და შოკოლადით
დრო 45წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფინიკი, უკურკო - მსხვილი, 5 ცალი
  • ბანანი - 1 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • ქოქოსის ზეთი - 60-70 მლ
  • შვრიის ფანტელი - 250 გ
  • შოკოლადის დროპსები - 100-110
  • სოდა - 1/3 ჩ/კ
  • ადუღებული წყალი - 250 მლ
მომზადების წესები

უკურკო ფინიკს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და დააბლენდერეთ ფინიკი.

დაუმატეთ გაფცქვნილი ბანანი, 50-60 მლ ქოქოსის ზეთი, ვანილის ექსტრაქტი და სოდა. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ.

გადაიტანეთ დაბლანდერებული მასა ჯამში, დაუმატეთ შვრიის ფანტელი და შოკოლადის დროპსები.. ან გახეხილი შოკოლადი.

გადაიტანეთ მიღებული მასა სწორკუთხა ცოტა ღრმა ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩააფენთ პერგამენტის ქაღალდს.

და აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი.

შემდეგ გააგრილეთ და დაჭერით ბატონებად.

გაადნეთ დარჩენილი შოკოლადის დროპსები (ან შოკოლადი) წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი, აურიეთ და მოასხით გამომცხვარ ბატონებს.

გემრიელად მიირთვით!