ღრმა ტაფაში მაღალ ცეცხლზე გაახურეთ ზეთი. ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით ორივე მხრიდან კარგად. გადაიტანეთ თეფშზე. იმავე ტაფაში, რომელშიც ქათამი შეწვით ჩაასხით ბალზამიკოს ძმარი, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და თუშეთ 1 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ტაფაში პომიდორი, მარილი და პილპილი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ბაზილიკი. ჩააბრუნეთ ქათმის ფილე უკან ტაფაში, დაუმატეთ მოცარელა, დააფარეთ თავსახური და თუშეთ, სანამ მოცარელა არ ჩადნება. მიიტანეთ სუფრასთან და გემრიელად მიირთვით!