კომბოსტო დავჭრათ მსხვილად და მოვწალოთ მარილიან წყალში. გადმოვიტანოთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი და გავწუროთ. გაწურული კომბოსტო ხის დაფაზე კარგად დავკეპოთ. ნიგოზი და ნიორი ერთად გავატაროთ ან დავნაყოთ, გავხსნათ ძმარსა და ცხელ წყალში, კარგად ავლესოთ, სანელებლებთან და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, შევაზილოთ კომბოსტოს მასას. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაკეპილი ქინძი. ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)