კოტრანა - ნიგვზიანი კომბოსტო
კოტრანა - ნიგვზიანი კომბოსტო
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კომბოსტო - თხელფოთლიანი, 1,500 კგ
  • ნიგოზი - 250 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 6-7 კბილი
  • ქინძი - 1 პატარა კონა
  • ძმარი - 1 ს/კ
  • ცხელი წყალი - 1-2 ს/კ
  • ყვითელი ყვავილი - 1 ს/კ
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები

კომბოსტო დავჭრათ მსხვილად და მოვწალოთ მარილიან წყალში. გადმოვიტანოთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი და გავწუროთ. გაწურული კომბოსტო ხის დაფაზე კარგად დავკეპოთ. ნიგოზი და ნიორი ერთად გავატაროთ ან დავნაყოთ, გავხსნათ ძმარსა და ცხელ წყალში, კარგად ავლესოთ, სანელებლებთან და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, შევაზილოთ კომბოსტოს მასას.
სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაკეპილი ქინძი.

ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)