სამეფო საუზმე ბლინებით
სამეფო საუზმე ბლინებით
დრო 35წთ
ულუფა 7
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 150 გ
  • რძე - 0,5 ლ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • სოდა ძმრით - დანის წვერით
  • ზეთი - 50 მლ
  • კრემ-ყველი ან ნაღების მდნარი ყველი - ერთი შეკვრა
  • წითელი ხიზილალა - გემოვნებით
მომზადების წესები

რძეში აურიეთ კვერცხი სოდა ძმრით და ფქვილი. ყველაფერი ერთად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაუმატეთ ზეთი და კვლავ კარგად აურიეთ.

შეწვით ბლინები ზეთწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

ბლინზე წაუსვი ნაღების ყველში არეული ხიზილალა და გადაახვიეთ.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
საუზმე ბლინები ნანახია: 3172