შემწვარი სოსისები ბოსტნეულით
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოსისი - 8 ცალი
  • ნიორი - 5 კბილი
  • კარტოფილი - 3 ცალი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ზეთისხილი, უკურკო - 50 გ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ხმელი ორეგანო - 0,5 ჩ/კ
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

გაფცქვენით ხახვი, გაჭერით ოთხ ნაწილად, მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად კართოფილი. გაფცქვენით ნიორი. დაჭერით პომიდორი.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. წაუსვით ღრმა ფორმას ზეითუნის ზეთი. 

დაალაგეთ ფორმაზე მთელ-მთელი სოსისები. ხახვი, ნიორი, კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, ორეგანო, პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი. აურიეთ და შეწვით 30 წუთის განმავლობაში.

შემდეგ დაუმატეთ პომიდორი და ზეთისხილი.. კვლავ შედგით ღუმელში 10 წუთი. 

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. 

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ბოსტნეული სოსისები ნანახია: 638