კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. დაიწყეთ ცილის ათქვეფა, თანდათან დაუმატეთ შაქარი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა. ამოიყვანეთ ბეზე. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული ერთ ს/კ შაქართან ერთად. დაუმატეთ ათქვეფილი ბეზე. ცოტ-ცოტა ულუფებით დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ვანილინი. ოღონდ ამჯერად ამოურიეთ ხის კოვზით, ქვემოდან ზემოთ მოძრაობით. წაუსვით ტორტიფ ფორმას ცოტაოდენი ზეთი და გადაიტანეთ ბისკვიტის მასა. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება. შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!