შინ მომზადებული კენკრის ლიმონათი პიტნით
დრო 15წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 3 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • სასურველი კენკრა - 3 ჭიქა
  • პიტნა - 6 ღერი
  • მინერალური წყალი - 6 ჭიქა
  • პიტნის ფოთლები - გემოვნებით
მომზადების წესები

პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ დადნება. გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ პიტნის ფოთლები და აურიეთ.

გააგრილეთ და შედგით მაცივარში.

კენკრა ჩაყარეთ ბლენდერის ჭიქაში, დაასხით გაცივებული სიროფი საწურის მეშვეობით.

დააბლენდერეთ რამდენიმე წამის განმავლობაში ისე, რომ პიურედ ნუ გადააქცევთ კენკრას.

მინის გრაფინი ნახევრად აავსეთ ყინულებით, ჩადეთ მასში პიტნის ღერები, დაასხით მინერალური წყალი, შემდეგ კი კენკრის მასა.

აურიეთ და სურვილისამებრ დაუმატეთ კიდევ ყინული.

გემრიელად მიირთვით!

 

 

ტეგები:
კენკრა სასმელი ლიმონათი პიტნა ნანახია: 2415