ალუბლის ცივი სუფი ჭრიანთელი
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ალუბალი - 1 კგ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 4 კბილი
  • მწვანილი - (ქინძი, ტარხუნა, კამა, ოხრახუში) 1 კონა
  • კიტრი - 2 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ნიგოზი - დაჭრილი, 0,3 ჭიქა
მომზადების წესები

გამოკურკეთ ალუბალი, კოვზით დაჭყლიტეთ და გამოწურეთ წვენი. სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტა წყალი.

პრესში გაატარეთ გაფცქვნილი ნიორი.

დაჭერით ხახვი, კიტრი და მწვანილები. ერთად აურიეთ დაჭრილი ხახვი, კიტრი, მწვანილები და ნიორი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და დაასხით ალუბლის წვენი.

მოათავსეთ წვნიანი მაცივარში 1-2 საათით.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!

 

 

ტეგები:
წვნიანი ალუბალი სუფი იმერეთი ნანახია: 1282