მოამზადეთ სანელებელი: ამისათვის დანაყეთ ნიგოზი, ისე, რომ ძალიან წმინდად არ გამოვიდეს. ნიორი, წიწაკა და ქინძის ფოთლები (4-5 ღერი), ოხრახუში, ნიორი და მარილი დანაყეთ ცალკე, აურიეთ ნიგოზი და გააზავეთ ღვინის ძმრით, ან ბროწეულის წვენით. მწვანე ლობიო (კონსერვი ან მოხარშული) დააბლენდერეთ, დაუმატეთ წინასწარ მომზადებული სანელებელი და ხელით კარგად აურიეთ. გააფორმეთ მზა კერძი ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით!