ხორცი დავჭრათ ზოლებად და მოვბრაწოთ ტაფაზე, ცხელ ზეთში. დავამატოთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი. როცა ხახვი მოიშუშება, დავამატოთ ტომატ-პასტა. შემდეგ დავამატოთ მსხვილად გახეხილი კიტრი და ცოტა წყალი ან ბულიონი. დავახუროთ თავზე და ვშუშოთ.ცალკე ტაფაზე შევწვათ კარტოფილი, როცა მზად იქნება, ჩავამატოთ ხორციან ტაფაში და ასე დავასრულოთ მომზადება. ბოლო ეტაპზე დავამატოთ დაფნა, ნიორი, მარილი და პილპილი.