ფუნთუშა "ფანკის" იდეალური რეცეპტი
დრო 120წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 250 მლ
  • საფუარი ნედლი - 50 გ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • ფქვილი - 500 გ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილის შაქარი - 1 ს/კ
  • კვერცხი - 5 ცალი
  • კარაქი - 4 ს/კ
  • სპირტი - 2 ს/კ
მომზადების წესები

შეათბეთ ოდნავ რძე, გახსენით მასში საფუარი, 1 ს/კ ფქვილი და 1 ს/კ შაქარი.

კარგად აურიეთ და მოათავსეთ ჯამი ცხელწყლიან ჭურჭელში.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ 1 კვერცხი, 4 კვერცხის გული და დარჩენილი შაქარი (2 ს.კ) გათეთრებამდე.

გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და ვანილის შაქარი. ჩაასხით საფუვრიანი მასა და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, კვლავ კარგად აურიეთ და დაუმატეთ გამდნარი და გაგრილებული კარაქი სპირტით.

ახლა მოზილეთ ხელით კარგად ცომი იმდენ ხანს, რომ ხელებზე აღარ გეკრობოდეთ.

აუცილებლობის შემთხევავში დაუმატეთ 2-4 ს/კ თბილი რძე. 

გადაიტანეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას, სანამ არ მოიმატებს მოცულობაში.

გაფუებული ცომი გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე, კიდევ ერთხელ ჩაზილეთ, შემდეგ გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის ფირფიტად და ამოჭერით ჭიქით წრეები.

გადაიტანეთ ცომის ნაჭრები ხის ფიცარზე და გააჩერეთ 10 წუთი.

გააცხელეთ ღრმა თაფაში ან ქვაბში ზეთი (ორი თითს დადებაზე ფსკერიდან), მოათავსეთ ცომის რამდენიმე ნაჭერი ზეთში და შეწვით ძალიან დაბალ ცეცხზლე ორივე მხრიდან.

შემდეგ გადმოიტანე ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი. გულში ჩაუდეთ ცოტაოდენი ჯემი, ზემოდან კი მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ცომი ფუნთუშები გულსართი ნანახია: 5274