პიცის სუპერ-თხელი და გემრიელი ცომი
პიცის სუპერ-თხელი და გემრიელი ცომი
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • წყალი - 150 მლ
  • საფუარი - 15 გ ნედლი ან 5 გ მშრალი
  • მარილი - 5 გ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • შაქარი - 0,5 ს/კ
მომზადების წესები

თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი და შაქარი.

ღრმა ჯამში ჩაცერით ფქვილი და ნელ-ნელა ჩაასხით საფვურიანი მასა, ურიეთ კოვზით.

შემდეგ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და განაგრძეთ ცომის მოზელა ახლა უკვე ხელით.

მოზილეთ იქამდე, სანამ ხელებზე აღარ მიგეკრობათ. უნდა მიიღოთ ელასტიკური ცომი.

გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას 1- 1,5 საათი, რათა აფუვდეს.

შემდგ გააბრტყელეთ თხელი ფირფიტა, მოათავსეთ პერგამენდაფენილ (რომელსაც წინასწარ ზეითნის ზეთს წაუსვამთ) ლითონის ფირფიტაზე და დაალაგეთ პიცის სასურველი ინგრედიენტები.

 

 

 

ტეგები:
ცომი პიცა ნანახია: 11026