ღორის ხორცი ბადრიჯნით და მწვანე ლობიოთი
ღორის ხორცი ბადრიჯნით და მწვანე ლობიოთი
დრო 35წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი - 450 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • სოიოს სოუსი - 1 ს/კ
  • ყავისფერი შაქარი - 2 ჩ/კ
  • ზეთი - 4 ს/კ
  • ბადრიჯანი - 200 გ
  • მწვანე ლობიო - 200 გ
  • წიწაკა ჩილი - 1 ცალი
  • სალათის ფოთოლი - 1 კონა
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • ლაიმი - 1 ცალი
  • ქინძი - 1 კონა
მომზადების წესები

დაჭერით ღორის რბილი ხორცი პატარა კუბიკებად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, კარგად აურით და გააჩერეთ 5 წუთი.

გაახურეთ 1 ს/კ დიდ ტაფაში, ჩაყარეთ ნახევარი ღორის ხორცი და შეწვით საშუალო ცეცხლზე. ამას დაჭირდება დაახლოებით 4 წუთი. გადაიტანეთ ხორცი თეფშზე და შეწვით დარჩენილი ხორცი.

დაუმატეთ 1 ს/კ ზეთი იმავე ტაფაში და გააცხელეთ.

 ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბადრიჯანი, პარკი ლობიო და დაასხით 1 ს/კ წყალი. თუშეთ 8-10 წუთი.

შემდეგ დაუმატეთ ტაფაში შემწვარი ხორცი და დაჭრილი წიწაკა ჩილი.

თუშეთ 2 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.

ღრმა თეფშზე დახიეთ სალათის ფურცლები და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი, მოასხით დარჩენილი ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ. 

ზედმოან გადაიტანეთ ღორის ხორცისა და ბოსტნეულის მასა.

გემრიელად მიირთვით!