უგემრიელესი კარამელის ნაყინი
უგემრიელესი კარამელის ნაყინი
დრო 120წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1, 1/4 ჭიქა + 2 ს/კ
  • ცხიმიანი ნაღები - 2 ჭიქა
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • კვერცხის გული - 7 ცალი
  • რძე - 1, 1/4 ჭიქა
მომზადების წესები

დიდი ჯამი 1/3-ით გაავსეთ გაყინული წყლით. მასში ჩადგით საშუალო ზომის ჯამი, ზემოდან მოათავსეთ საცერი, გადადეთ გვერდით.

შაქარი ჩაყარეთ ქვაბში თანაბარ ფენად, დადგით ცეცხლზე და გაადნეთ, დაუმატეთ კიდევ ერთი ფენა და ისიც გაადნეთ, დაუმატეთ კიდევ შაქარი და ასე გაიმეორეთ სანამ მთელ შაქარს არ დაადნობთ. გადადეთ მხოლოდ 2 ს/კ ცალკე.

გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ნაღები. აურიეთ, დადგით კვლავ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

შემდეგ დაუმატეთ მარილი და ვანილის ექსტრაქტი. აურიეთ და გადადგით გვერდზე.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული დარჩენილ, 2 ს/კ შაქართან ერთად. თქვიფეთ 1 წუთის განმავლობაში.

ისე რომ არ შეწყვვიტოთ თქვეფა დაუმატეთ ნელ-ნელა კარამელის მასა.

გადაიტანეთ მიღებული მასა ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ  5 წუთის განმავლობაში, თან თქვიფეთ, სანამ მასა არ გასქელდება.

შემდეგ გაწურეთ მიღებული მასა მომზადებულ საცერში, რომელიც გაყინული წყლის თავზეა მოათავსებული და  ურიეთ 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ რძე.

აურიეთ და გადაიტანეთ კონტეინერში. დააფარეთ ჰერმეტულად და მოათავსეთ საყინულეში მინუმუმ 4 საათით.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
დესერტი კარამელი ნაყინი ნანახია: 4716