მარწყვის სალათი ისპანახითა და ნუშით
მარწყვის სალათი ისპანახითა და ნუშით
დრო 15წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 2 ჭიქა, დაჭრილი
  • ვაშლის ძმარი ან ბალზამიკო - 2 1/2 ს/კ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ
  • ისპანახის ფოთლები - 1 კონა
  • ნუში ან ნიგოზი - მოხალული, 1/2 ჭიქა
მომზადების წესები

ბლენდერში გავთქვიფოთ 1 ჭიქა მარწყვი, ძმართან, შაქართან და შამპანიურთან ერთად.

ტაფაზე მსუბუქად მოვთუშოთ ისპანახის ფოთლები ზეითუნის ზეთთან ერთად 1 წუთის განმავლობაში ისე, რომ არ ვაცადოთ ისპანახს დარბილება.

გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე ისპანახი, მოვაყაროთ დაჭრილი მარწყვი, მოვასხათ მარწყვისა და შამპანურის სოუსი, მოვაყაროთ მარილი, დავუმატოთ მოხალული ნუში და მსუბუქად ამოვურიოთ. გასაფორმებლად მოვაყაროთ დარჩენილი მარწყვი და ნუში.

სურვილისამებრ, სალათს შეგიძლიათ მოაყაროთ რიკოტა, ფეტა ან თხის ყველი.

ტეგები:
ისპანახი მარწყვი სალათა ნანახია: 1958