გარეცხეთ მარწყვი და მოაცალეთ ყუნწები. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. იმისათვის, რომ წიბწებისგან გაათავისუფლოთ მასა, გაატარეთ მარწყვის პიურე წმინდა საცერში. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ 1 ლიმონის წვენი, თაფლი და არაყი. დაუმატეთ თაფლის მასას მარწყვის პიურე და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მიღებული მასა კონტეინერში, დაახურეთ ჰერმეტულად და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათით. შემდეგ გამოიღეთ დესერტი მაცივრიდან, აურიეთ ხელის ზამბარით, რომ მიიღოთ ყინულის პატარა ნაწილაკებიანი მასა. გემრიელად მიირთვით!