ბადრიჯნისა და ბატკნის ხორცის უგემრიელესი მწვადი
ბადრიჯნისა და ბატკნის ხორცის უგემრიელესი მწვადი
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბატკნის ხორცი - 1 კგ
  • ზეთი - 150 მლ
  • მარილი
  • პილპილი
  • ბადრიჯანი - 1.8 კგ
მომზადების წესები

დაჭერით ხორცი დაახლოებით 40-50 გრამიან ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ. თითოეულ ბადრიჯანზე გააკეთეთ ღრმა განივი ჩანაჭრელი, ჩაყარეთ მარილი შიგნით და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. წვენი, რომელსაც გამოყოფს გადაუწურეთ.

მოათავსეთ ბადრიჯნის შუაგულში ბატკნის ხორცის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ჩამოაცვიეთ ხორციანი ბადრიჯნები ხის ჩხირებზე. წაუსვით გარედან ზეთი.

დააყენეთ ცხაური ღუმელში შუა თაროზე, დაალაგეთ ბადრიჯნის მწვადები, ცხაურის ქვეშ მოათავსეთ ლითონის ფირფიტა, რომელზეც მოაყარეთ ხმელი ორეგანო. შეწვით 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ბადრიჯანი ბატკნის ხორცი ნანახია: 2380