სულ სხვანაირად შემწვარი კარტოფილი - დაბრაწული და ხრაშუნა კანით!
სულ სხვანაირად შემწვარი კარტოფილი - დაბრაწული და ხრაშუნა კანით!
დრო 35წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • სოიოს სოუსი - 2 ს/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • მოტკბო მდოგვი - 3 ს/კ
  • თაფლი - 1 ს/კ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები

კარგად გარეცხეთ კარგად ჯაგრისით, მოათვსეთ მთლიანად ქვაბში, დაასხით წყალი. როცა წყალი ადუღდება, ჩაუმატეთ მარილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. მოხარშეთ ნახევრად.
გადაუღვარეთ წყალი, გააგრილეთ.
ამასობაში მოამზადეთ სოიოს მარინადი: ჯამში აურიეთ სოიოს სოუსი, თაფილი მდოგვი, ხმელი ბალახები, პრესში გატარებული ნიორი და ზეთი. მარილს ნუ დაუმატებთ, რადგან სოიოს სოუსი ისედაც მარილიანია, კარტოფილიც მარილწყალში მოხარშეთ.
თაფლს რაც შეეხება, თუ არ გიყვართ მოტკბო სოუსები, შეგიძლიათ, არ დაუმატოთ თაფლი.
არ გაფცქვნათ კარტოფილი ისე დაჭერით მოგრძო მსხვილ ნაჭრებად და მოათავსეთ მარინადიან ჯამში. გააჩერეთ.
ამასობაში წაუსვით ზეთი ლითნის ფირფიტას და დაალაგეთ მასზე კარტოფილი. შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაბრაწვამდე.