ყველის უგემრიელესი ღვეზელი ხაჭოს ცომით
დრო 45წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ხაჭო - 250 გ
  • კარაქი - 150 გ, დარბილებული
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 1/2 ჩ/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
გულსართი:
  • მოცარელა ან სულგუნი - 150 გ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • არაჟანი - 1 ს/კ
  • ქონდარი - ხმელი ან ნედლი, 1 პატარა მუჭა
წასასმელად:
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მწიკვი მარილი
მოსაყრელად:
  • ქუნჯუთის მარცვლები - 1 მუჭა

მომზადების წესები

სუპერ-მარტივი რეცეპტი! განუმეორებელი გემო!
აურიეთ ხაჭო, კარაქი, დაუმატეთ კვერცხი.
ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი და დაუმატეთ ხაჭოს, კარაქისა და კვერცხის მასა. 
მოზილეთ ელასტიკური და რბილი ცომი. გააჩერეთ 10 წუთი.
გახეხეთ ყველი მსხვილად, ნიორი დაჭერით წვრილად.
აურიეთ ყველი და ნიორი, დაუმატეთ არაჟანი და ქონდარი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად ისე, რომ ერთი ოდნავ დიდი იყოს. გააბრყელეთ თითოეული ნაწილი ფქვილმოყრილ ზედაპირზე წრის ფორმაზე, 5-8 მმ სისქეზე.
პატარა წრე გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე, წაუსვით კიდეებს წყალი და გაანაწილეთ მასზე თანაბრად გულსართი. დააფარეთ ცომის მეორე, მოზრდილი წრე.
შეუკეცეთ ზედა ცომის კიდეები, წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ ქუნჯუთის მარცვლები.
მოათავსეთ 20-30 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება. გადააფარეთ გამომცხვარ ღვეზელს ჩაის ტილო და გააჩერეთ რამდენიმე წუთ.
გემრიელად მიირთვით!