სქელძირიან ტაფაში გაადნეთ კარაქი. ცოტათი ათქვიფეთ ჩანგლით კვერცხი. დაუმატეთ კვერცხის გამდნარი კარაქი, მაგრამ მთლიანად არა, ცოტა დატოვეთ ტაფაში. ათქვიფეთ კიდევ კვერცხი და კარაქი. ჩაასხით გახურებულ ტაფაში და შეწვით ომლეტი დაბალ ცეცხლზე. ტაფა ატრიალეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს წუთში ერთხელ. რადენიმე წუთში, როცა ნახავთ, რომ ომლეტის ზედაპირი გამოცხვა, გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოაყარეთ ომლეტს დაჭრილი მწვანილი და გახეხილი პარმეზანი. სუფრასთან მიიტანეთ რულეტად გადახვეული. გემრიელად მიირთვით.