კიტრის მსუბუქი სალათა ზეთისხილით და ყველით
კიტრის მსუბუქი სალათა ზეთისხილით და ყველით
დრო 10წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კიტრი - 2 ცალი
  • სალათის ფოთლები - 1 კონა
  • ზეთისხილი - უკურკო, 15 ცალი
  • ლიმონი - 1/2 ცალი
  • ყველი გაუდა - 100 გ
  • მაიონეზი - გემოვნებით
მომზადების წესები

კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად, ზეთისხილი - რგოლებად, ყველიც - კუბიკებად.

დახიეთ სალათის ფოთლები.

ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ ერთ სასალათეში, მოასხით ლიმონის წვენი, მოასხით მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ყველი სალათა კიტრი ზეთისხილი ნანახია: 10031