გერმენული ხრაშუნაკანიანი ფუნთუშები ერთი საიდუმლოთი
გერმენული ხრაშუნაკანიანი ფუნთუშები ერთი საიდუმლოთი
დრო 120წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 450-500 გ
  • ზეთი - 75 მლ
  • მშრალი საფუარი - 7 გ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • რძე - 130 მლ
  • წყალი - 130 მლ
მოსაყრელად:
  • მიხაკი
  • ქუნჯუთის მარცვლები
  • ზღვის მარილი, მსხვილი
მომზადების წესები

ჯამში ჩაყარეთ საფუარი, დაასხით ცივი რძე და ცხელი წყალი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ მარილი და ზეთი და კვლავ კარგად აურიეთ.

გაცერით ფქვილი და თანდათანობით დაუმატეთ საფუვრიან მასას. მოზილეთ ელასტიკური ცომი, გადააფარეთ ჩაის ტილო და მოათავსეთ თბილ ადგილას 1-1,5 საათით.

როცა ცოიმ ამოვა, გაყავით ის 12 თანაბარ ნაწილად და მიეცით ფუნთუშების ფორმა.

ახლა კი ყურადღება! შეპირებული საიდუმლო...

ქვაბში ჩაასხით 3 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღებისას ჩაყარეთ 3 ს/კ საკვები სოდა. ფრთხილად იყავით, წყალი ამოფუშფუშდება. სოდიან წყალში ჩადეთ სათითაოდ ფუნთუშა 5 წამის განმავლობაში და ამოიღეთ საწურით. მოათავსეთ მოხარშული ფუნთუშები პერგამენტდაფენილ და ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფირფიტაზე. პერგამენტს აუცილებლად უნდა წაუსვათ ზეთი. მოაყარეთ ფუნთუშებს მიხაკი, ქუნჯუთის მარცვლები და ზღვის მსხვილი მარილი.

აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში!

 

ტეგები:
მიხაკი საფუარი ფუნთუშები ნანახია: 4261