კარაქი გაადნეთ და ოდნავ შეაგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ნუშის ექსტრაქტი. ცალკე ჯამში ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის მასას. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაუმატეთ ალუბალი და ფრთხილად აურიეთ. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი. ძალიან ცივ ქოქოსის რძეს დაუმატეთ მწიკვი ვანილის ექსტრაქტი, ათქვიფეთ კარგად. მოასხით მიღებული მინანქარი გამომცხვარ და გაცივებულ ნამცხვარს და მოათავსეთ მაცივარში, სანამ მინანქარი არ გამკვრივდება. გემრიელად მიირთვით!