დაიკირი გაყინული მარწყვით
დაიკირი გაყინული მარწყვით
დრო 5წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი - დაჭრილი და გაყინული, 400 გ
  • თეთრი რომი - 75-100 მლ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ლაიმი - 1 ცალი
მომზადების წესები

გახეხეთ ლაიმის ცედრა და გამოწურეთ წვენი.

დააბლენდერეთ 400 გ გაყინული მარწყვი, 75-100 მლ თეთრი რომი და 4 ს/კ შაქარი.

დაუმატეთ ბლენდერის ჭიქაში ლაიმის ცედრა და წვენი.

დააბლენდერეთ ერთგვაროვანი, თხელი მასის მიღებამდე.

გაანაწილეთ მიღებული მასა კოქტეილის ჭიქებში და მორთეთ მარწყვით.

გემრიელად მიირთვით!