მარწყვისა და ბანანის მაფინები
მარწყვისა და ბანანის მაფინები
დრო 45წთ
ულუფა 15
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 12 ცალი
  • ბანანი - 2 ცალი, მწიფე
  • კარაქი - 200 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 6 გ
  • სოდა - 1/4 ჩ/კ
  • ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები

კარაქში გაქენით შაქარი. დაუმატეთ ვერცხი, ათქვიფეთ და დაუმატეთ ვანილის შაქარი. კვლავ კარგად ათქვიფეთ.

ჩანგლით დაჭყლიტეთ ბანანი, მარწყვი დაჭერით წვრილად.

შეათქვიფეთ ბანანი კვერცხისა და შაქრის მასას. შემდეგ დაუმატეთ გამაფხვიერებელ და სოდა შერეული ფქვილი და კარგად აურიეთ.

ჩაასხით მიღებული ცომი მაფინის ფორმებში, ზემოდან გაანაწილეთ დაჭრილი მარწყვი.

აცხვეთ 20 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
მაფინი მარწყვი ბანანი ნანახია: 8413