გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაუმატეთ გამაფხვიერებელ შერეული ფქვილი. შემდეგ დაუმატეთ ცომში გამდნარი კარაქი და ლიმონის გახეხილი ცედრა. დაუმატეთ ჟოლო და კოვზით ფრთხილად ამოურიეთ. გადაიტანეთ ცომი კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ კექსის ფორმაში და აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი. კექსი ფორმიდან მას მერე გადმოიღეთ, რაც კარგად გაცივდება. გემრიელად მიირთვით!