პანა კოტა კენკრის სოუსით
პანა კოტა კენკრის სოუსით
დრო 240წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 650 გ
  • ვანილი
  • შაქარი - 70 გ
  • ჟელატინი - 5 ფურცელი
  • სოუსისთვის
  • მოცვი - 600 გ
  • შაქარი - 5-6 ს.კ
  • ლიმონი - 1/2
  • სახამებელი - 2 ჩ.კ
  • ალკოჰოლი - 3 ს.კ
მომზადების წესები
ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად ადუღებამდე მივიყვანოთ.

პარალელურად, ჟელატინი დავალბოთ წყალში ინსტრუქციის მიხედვით, გადავწუროთ ზედმეტი წყალი და ცხელ ნაღებში შევურიოთ.

ჩავასხათ ჭურჭელში ულუფებად და შევდგათ მაცივარში გასამაგრებლად.

სოუსისთვის შეგვიძლია გაყინული ან ცოცხალი ხილი გამოვიყენოთ. დავაყაროთ შაქარი, მოვასხათ ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ. გამოშვებული წვენიდან გადმოვიღოთ 1/3 ჭიქა, გავხსნათ მასში სახამებელი და ხილს დავასხათ. წამოდუღების შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ ალკოჰოლი და გავაგრილოთ.

მზა პანა კოტა რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩავდოთ და ფორმიდან ადვილად ამოვა, გადმოვაბრუნოთ თეფშზე და მოვასხათ ხილის სოუსი
ტეგები:
ნაღები ჟელატინი ხილი მოცვი ნანახია: 18157