ნამცხვარი "მადლენი" ლავანდის ექსტრაქტით
ნამცხვარი "მადლენი" ლავანდის ექსტრაქტით
დრო 30წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 80 გ
  • თაფლი - 2 ს/კ
  • ფქვილი - 100 გ
  • ლიმონი - 1/2 ცალი
  • ლავანდის ექსტრაქტი - საკვებისთვის, 2 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • კარაქი - 100 გ
მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი თეთრი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ თაფლი და გამდნარი კარაქი, გააგრძელეთ თქვეფა.

შემდეგ დაუმატეთ ლავანდას ექსტრაქტი, ლიმონის ცედრა და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. გააგრძელეთ თქვეფა.

ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის მასას. მოზილეთ ცომი.

გააჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი გაანაწილეთ კარაქწასმულ სპეციალურ ფორმებში. 

აცხვეთ ნაცმხვრები წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!